Accentnews.ge
არის დადასტურება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის - ზელენსკი

არის დადასტურება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის - ზელენსკი

24/07/2024 18:34:40 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ჩინეთში ვიზიტზე გააკეთა კომენტარი.

"უკრაინელი ოფიციალური პირის ვიზიტი ამ დონეზე, პირველი შემთხვევაა მრავალი წლის განმავლობაში. და ეს კარგია. არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე დადასტურებულ იქნა ის, რაც მითხრა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა - რომ ჩინეთი არ მიაწვდის რუსეთს იარაღს. ველოდები მინისტრის დეტალურ ანგარიშს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

იხილეთ ასევე: „გარკვეულ ეტაპზე“ უკრაინა მზად იქნება რუსეთთან დიალოგისთვის – კულება ჩინეთში მართავს შეხვედრებს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S