ბრეგაძე – ივანიშვილზე: სუს-მა საზოგადოებას მრავალი განსაცდელი და საფრთხე აარიდა თავიდან

25-07-2024 11:52:04 პოლიტიკა ,ციტატა

„ზოგადად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ აჩვენა, რომ ის არის მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას მრავალი განსაცდელი და საფრთხე აარიდა თავიდან. მათ შორის, ეს საქმეც მიეკუთვნება იმ საქმეთა რიცხვს, რომელსაც იძიებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბუნებრივია, ეს გამოძიებაც იქნება წარმატებით დასრულებული. რაც შეეხება თქვენს კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ ხდება საზოგადოებისთვის ბევრი დეტალი ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას აქვს თავისი სპეციფიკა, ეს დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოებასთან და დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას იმგვარად მიაწვდის ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ამავე თემაზე: კობახიძე – სუს-ის განცხადებაზე: ტერაქტთან დაკავშირებით ევროკომისარმაც გამაფრთხილა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები