„თუ მთავრობა დაარღვევს ბიძინა ივანიშვილის უფლებებს, დარწმუნებული ვარ, დამცველიც ბევრი გამოუჩნდება“

21-01-2020 23:40:32 ციტატა

„თეა წულუკიანი საკმაოდ კომპეტენტურია იმისთვის, რომ ძალიან კარგად იცოდეს, რა არის ომბუდსმენის როლი. მან ძალიან კარგად იცის, რომ კრიტიკისგან ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პირების დაცვა ომბუდსმენის საქმე არ არის. სახალხო დამცველის საქმეა თანამდებობის და გავლენიანი პირებისგან მოქალაქეების დაცვა. რატომღაც ტენდენციაც იქცა, „დეპუტატებს რატომ არ იცავთო“. პირად საუბრებშიც უთქვამთ, „ჩვენ რატომ არ გვიცავს, როცა გვაკრიტიკებენო“. ეს იმდენად უცნაური რამ არის, იმდენად ანომალიურია, ხანდახან მიკვირს ამ ფრაზას რომ ვისმენ. უფლებას არღვევს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო. საქართველოს მთავრობა თუ დაარღვევს ბიძინა ივანიშვილის უფლებებს, თან უხეშად, დარწმუნებული ვარ, დამცველიც ბევრი გამოუჩნდება სახალხო დამცველის ჩათვლით“.

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა იუსტიციის მინისტრის მიერ დღეს გაჟღერებულ პრეტენზიაზე განაცხადა. თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს უსაყვედურა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უფლებებს არ იცავს, როდესაც მათ „ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები