ოთხმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას კიდევ ერთი წერილი მიწერა
21/01/2020 22:27:28 პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესის ოთხმა წევრმა: ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკაულიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას კიდევ ერთი წერილი მიწერეს, იუწყება სოციაური ქსელის მეშვეობით კინზინგერის პრეს–სამსახურის უფროსი.
"დღეს ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკაულიმ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ–მინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ", - წერს კინზინგერის პრეს–სამსახურის უფროსი "ტვიტერში".
18 იანვარს, ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ხსენებულ წერილში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით.
მანამდე კრიტიკული წერილით მიმართა პრემიერს კიდევ ორმა კონგრესმენმა.


