კობახიძე: კეზერაშვილს დავალება „გლობალური ომის პარტიისგან" აქვს მიღებული

26-07-2024 13:59:25 ციტატა

„კეზერაშვილის მეშვეობით დიდი ხანია, ფინანსდება პოლიტიკური პროცესების ოპოზიციური ნაწილი საქართველოში, მათ შორის, საარჩევნო პროცესები. ეს არ არის ახალი მოვლენა. მას აქვს მიღებული თავისუფალი მიმოსვლის გარანტიები, იმის სანაცვლოდ რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის ასევე საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა, თუმცა მასაც არ აქვს დიდი რესურსი რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო შედეგებზე. ვისაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალური ომის პარტიას“, მათგან აქვს ეს დავალება მიღებული. ისინი აძლევენ თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას ევროპაში კეზერაშვილს, რომელიც დღემდე ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. მანამდე ძარცვავდა ქართულ ჯარს, ქართველ ბიზნესმენებს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და ამ პირობებშიც კი, მას აქვს უზრუნველყოფილი თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში. ამის სანაცვლოდ, მას ევალება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. მას აქვს ასეთ დავალება, თუმცა ვერც ეს გეგმა ვერ იქნება წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ ყველამ იცის ვინ არის კეზერაშვილი, ყველამ იცის ვინა არიან რადიკალი ოპოზიციონერები, აქედან გამომდინარე, მათ დარჩებათ ის რეიტინგი მაქსიმუმ, რაც აქვთ დღეს, თუმცა ეს რეიტინგი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის: დასავლელი ლიდერები "გლობალურ ომის პარტიას" "კრემლის ნარატივს" უწოდებენ. საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძე "გლობალურ ომის პარტიაზე" საუბრის მიზეზად "დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაზიანების თავიდან არიდებას" ასახელებს.

ამავე თემაზე: მდინარაძე – ბლინკენის თანაშემწის მოადგილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე: ღმერთმა არ ქნას, ყველაფრის თქმა მოგვიწიოს.ა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები