
კრემლმა რუსეთში შობადობის კუთხით "კატასტროფული" მდგომარეობის შესახებ განაცხადა
26/07/2024 12:49:54 მსოფლიო
რუსეთში შობადობის მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა, განაცხადა პარასკევს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
„ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოს უდიდეს ქვეყანაში. და ყოველწლიურად უფრო ნაკლები ვართ“, - თქვა პესკოვმა პარასკევს ახალი მედიის ფესტივალზე გამოსვლისას.
მისი თქმით, ამასთან გამკლავება მხოლოდ შობადობის საშუალო კოეფიციენტის გაზრდით შეიძლება. „ახლა ის საშინლად დაბალ დონეზე - 1.4 გვაქვს. ეს შედარებულია ევროპის ქვეყნებთან, იაპონიასთან და ა.შ. მაგრამ ეს კატასტროფულია ერის მომავლისთვის“, - ციტირებს "კომერსანტი" პესკოვს.
იხილეთ ასევე: „უფსკრულის ზღვარზე“: რუსეთში დემოგრაფიულ კატასტროფას პროგნოზირებენ