მაჩალიკაშვილი, მიუხედავად პარლამენტის შემოღობვისა , პროტესტის გაგრძელებას გეგმავს

22-01-2020 12:39:52 პოლიტიკა ,სამართალი

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტთან პროტესტს გააგრძელებს.

ის ტერიტორიაზე იმყოფებოდა მაშინაც, როცა მერიის წარმომადგენლებმა ატრაქციონები აიღეს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოღობეს.

"მე ჩემს პროტესტს გამოვთქვამ, აქ შემოვალ, კარავს დავდგამ, ბანერს დავდგამ. მითხარით, რატომ მომიკალით შვილი და ის მითხარით, ვინ მომიკლა", - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა "მთავარ არხთან".

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში აქციები იმართებოდა, შემდეგ კი მერიამ კარვები აიღო და ატრაქციონები ჩადგა, დღეს დილიდან შემოღობილია.

კახა კალაძის ინფორმაციით, იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება და იქნება "ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, იქნება გამწვანებითი სამუშაოები". კალაძეს არ დაუკონკრეტებია, როდის დასრულდება სამუშაოები პარლამენტთან.

ცნობისთვის: ოპოზიციამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებასთან ერთად, პიკეტების განახლება დააანონსა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები