„ნაციონალური მოძრაობა“ ეძებს თითო ოროლა კონგრესმენს და ესაა მათი მაქსიმუმი“

22-01-2020 15:06:55 ციტატა

"კონგრესმენი კინზინგერი თვითონ არის მაჟორიტარი და არცერთი განცხადება არ გაუკეთებია, როცა ჩვენ ამერიკულ საარჩევნო სისტემას ვთავაზობთ, დემოკრატიულად აღიარებს პროპორციულ სისტემას.

ნაციონალური მოძრაობა ეძებს თითო ოროლა კონგრესმენს და ევროპარამენტარს, ესაა მათი მაქსიმუმი. ოფიციალური ამერიკის პოზიცია არ არის ის, რომ მაინცდამაინც პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ".

ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების სეფასებისას განაცხადა.

ცნობისთვის: ევროპარლამენტში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას მწვავე კრიტიკის მოსმენა მოუწია. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ოთხმა კონგრესმენმა წერილი მისწერა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, რომლის შინაარსსაც მთავრობა ამ ეტაპზე არ ანსაჯაროებს.

გარდა ამისა, კონგრესმენებმა მანამდეც გამოაქვეყნეს კრიტიკული წერილები საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

იხილეთ ასევე: ჩუგოშვილი – ევროპარლამენტის კრიტიკაზე: „ხდება ის, რასაც ვამბობდით...სამწუხაროდ, დამცველი არავინ იყო“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები