
უკრაინაში მიიწვიეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
30/07/2024 12:10:19 მსოფლიო
კიევმა უკრაინაში მიიწვია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი. საპასუხოდ პეკინმა განაცხადა, რომ „დაინტერესებულია“ წინადადებით,– თქვეს უკრაინის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.
„მზად ვართ მივიღოთ ვან ი უკრაინაში, რათა მან თვალნათლივ იხილოს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგები და მასთან ასევე გავმართოთ უფრო ღრმა მოლაპარაკება ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თემების გარშემო“,– თქვა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გეორგი ტიჰიმ
უკრაინის საგარეო საქმეა მინისტრი დმიტრო კულება თავის ჩინელ კოლეგას გასულ კვირაში შეხვდა პეკინში რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ პირველი ვიზიტის დროს. შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა.
ჩინეთს რუსეთის და უკრაინის ომის მიმართ ოფიციალურად ნეიტრალური პოზიცია აქვს, მაგრამ 2022 წელს ომის დაწყებიდან მალევე პეკინმა განაცხადა რუსეთთან „შეუზღუდავი“ პარტნიორობის შესახებ.