ტერეში: "შიდაპოლიტიკური საკითხები ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს"

22-01-2020 19:10:45 პოლიტიკა

საქართველოს დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ევრონესტის ვიცე–პრეზიდენტს კრისტიან ტერეშს შეხვდნენ.

ევრონესტის ვიცე–პრეზიდენტმა ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ რიგი პოლიტიკოსები სივრცეს "პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ".

"მე არ ვარ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერტობათა კომიტიტის წევრი, არ ვესწრებოდი სხდომას, თუმცა, რა თქმა უნდა, მივიღე ინფორმაცია გუშინდელი მსჯელობის შესახებ და გული დამწყდა, თუ როგორ იყო საქართველოს საკითხი განხილული. მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტის წევრები წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნებს, არიან პოლიტიკოსები და ჩემთვის დასანანია, ვთქვა, რომ ბევრი მათგანი ამ შესაძლებლობას იყენებს პოლიტიკური ქულების დასაწერად. და ეს ხდება მგრძნობიარე თემებისა და დეტალების გაუთვალისწინებლად. ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებს და აუცილებლად ვეტყვი ევროპარლამენტარებსაც. არ ვფიქრობ, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის მიზანშეწონილი იყოს, რომ საქართველო გამოიყენოს, როგორც ბრძოლის ველი და პოლიტიკური ქულები დააგროვოს ბრიუსელში. ქართველი ხალხისთვის, ევროპარლამენტარებისა და ევროკომისიისთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ საქართველომ წლების მანძილზე რეფორმების გრძელი გზა გაიარა, მიაღწია პროგრესს და ამას არავინ უარყოფს. არავის უარყოფს იმასაც, რომ საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო, ძლიერი პარტნიორია. საქართველო ძლიერი პარტნიორია არამხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ნატო–სთვის. თქვენ გყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და ეს ამტკიცებს, რომ თქვენთან დემოკრატიაა. ყველა რომ ერთ აზრზე იყოს, ეს დემოკრატია ააღარ იქნებოდა და ასე რუსეთში ხდება. შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებული საკითხები ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს. არც ერთი პოლიტიკური ლიდერისთვის არ არის მიზანშეწონილი, ჩამოვიდეს, ლექციები წაგიკითხოთ, გააკრიტიკოს ქვეყანა და არ იცოდნენ რეალურად რა ხდება. თქვენ გაქვთ შესანიშნავი ქვეყანა, ხართ არაჩვეულებრივი ხალხი და იამაყეთ საქართველოთი. იბრძოლეთ იმისთვის, რომ იყოთ უფრო და უფრო ძლიერები",– განაცხადა ევრონესტის ვიცე–პრეზიდენტმა "ტვ იმედის" ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები