კარპენტერი: "ეს ორპარტიული გაფრთხილებაა და ისინი საქართველოს მეგობრები არიან“

22-01-2020 22:31:49 პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე, ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი საქართველოს მთვრობისადმი კონგრესმენების კრიტიკულ წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ორპარტიული გაფრთხილებაა მეგობრებისგან.

„საქართველოს მთავრობა ამ წერილს სერიოზულობით უნდა მოეკიდოს. ეს არის ორპარტიული გაფრთხილება, შეწყვიტოს ან შეცვალოს ქმედება. ისინი აფრთხილებენ იმ ნეგატიური ტენდენციების შესახებ, რომელიც ეხება მთავრობის ტენდერების პოლიტიზირებას, გამოხატვის თავისუფლებას, სასამართლო დამოუკიდებლობას და ძალაუფლების კონცენტრაციას. ამ გაფრთხილების ავტორები საქართველოს მეგობრები არიან“,– წერს კარპენტერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი მისწერეს.

წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები