
ბაიდენმა პატიმართა გაცვლის შესახებ გარიგებას „დიპლომატიური გმირობა“ უწოდა
01/08/2024 18:22:41 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პატიმართა გაცვლის შესახებ გარიგებას „დიპლომატიური გმირობა“ უწოდა.
„დღეს ამერიკის სამი მოქალაქე და ერთი ამერიკული მწვანე ბარათის მფლობელი, რომლებიც უსამართლო პატიმრობაში იმყოფებოდნენ რუსეთში ციხეებში, შინ ბრუნდებიან. ესენი არიან: პოლ უილიანი, ევან გერშკოვიჩი, ალსუ კურმაშევა და ვლადიმირ კარა-მურზა. [...] საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას რუსეთიდან 16 ადამიანის, მათ შორის ხუთი გერმანელი და რუსეთის შვიდი მოქალაქის შესახებ, რომლებიც საკუთარ სამშობლოში პოლიტპატიმრები იყვნენ. ზოგიერთი ეს მამაკაცი და ქალი მრავალი წლის განმავლობაში უსამართლოდ იმყოფებოდნენ საპყრობილეებში. ყველა მათგანმა გადაიტანა წარმოუდგენელი ტანჯვა“, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
თეთრ სახლში ტრიბუნაზე აშშ-ის ლიდერის გვერდით იმყოფებოდნენ პატიმრობიდან გათავისუფლებული აშშ-ის მოქალაქეების, მათ შორის ალსუ კურმაშევას მეუღლე პაველ ბუტორინი და ორი ქალიშვილი. ერთ-ერთს მირიამ ბუტორინას 2 აგვისტოს დაბადების დღეს აქვს. ჯო ბაიდენმა თავისთან იხმო მირიამი და ბრიფინგზე მყოფ ჟურნალისტებთან ერთად დაბადების დღის სიმღერაც უმღერა.
რუსეთისთვის პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გადაცემულ პირებს შორის აღმოჩნდა ვადიმ კრასიკოვიც – ხანგოშვილის მკვლელი, რომელიც გერმანიაში იხდიდა სასჯელს.
ამავე თემაზე: "მტკივნეულია, მაგრამ სხვებს გადაარჩენენ" – რას ამბობს ზელიმხან ხანგოშვილის ძმა მკვლელის გათავისუფლების შემდეგ