გაერო-ს გენმდივანი: "ჩვენი პლანეტა იწვის!“

23-01-2020 12:15:54 პოლიტიკა ,საზოგადოება

გაერო-ს გენერალური მდივანის ანტონიო გუტიერეშის შეფასები, მსოფლიოს 7,7 მილიარდიანი მოსახლეობა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას, რასაც გეოპოლიტიკური დაძაბულობა, კლიმატის კრიზისი, გლობალური უნდობლობა და ტექნოლოგიების ბნელი მხარეები იწვევს.

„ოთხი უახლოესი საფრთხე, რომელიც საფრთხეს უქმნის 21-ე საუკუნის პროგრესსა და შესაძლებლობებს: დამანგრეველი კონფლიქტები გაღატაკებას იწვევს; ტერორისტულმა შეტევებმა უმოწყალო სიკვდილიანობა გამოიწვია; იზრდება ბირთვული საფრთხე; მეტი და მეტი ადამიანი ომის შემდეგ იძულებული ხდება საკუთარი სახლები ომისა და დევნის გამო დატოვოს“,- განაცხადა გუტიერეშმა.

მან ყურადღება „კლიმატის კრიზისის ეგზისტენციალურ საფრთხეებზეც“ გაამახვილა და განაცხადა, რომ ეფექტური თანამშრომლობის გარეშე, უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტა ვერ მოხდება:

„მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ოკეანის ტემპერატურა ახლა იმატებს, რაც წამში ხუთი ჰიროშიმას ბომბის ეკვივალენტია. მილიონობით სახეობა გადაშენების პირასაა. ჩვენი პლანეტა იწვის!“,-განაცხადა გუტიერეშმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები