Accentnews.ge
მედია: აშშ ემზადება ისრაელზე ირანის თავდასხმისთვის, "მძიმე დღეებს ველოდებით"

მედია: აშშ ემზადება ისრაელზე ირანის თავდასხმისთვის, "მძიმე დღეებს ველოდებით"

02/08/2024 11:34:39 მსოფლიო

ბაიდენის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ ირანი გეგმავს ისრაელზე თავდასხმას თეირანში "ჰამასის" ლიდერის მკვლელობის გამო და ემზადება წინააღმდეგობისთვის. წერს გამოცემა Axios სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. მანამდე მედია წერდა, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა და რომ "მოკავშირეებს აგროვებს".

აშშ-ის ოფიციალური პირები მოელიან, რომ ირანის შურისძიება იმავე სქემით წარიმართება, როგორიც იყო ირანის 13 აპრილის თავდასხმა ისრაელზე - მაგრამ პოტენციურად უფრო მასშტაბური და შესაძლოა მოიცავდეს ლიბანურ "ჰეზბოლასაც". ირანმა და მის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა უკვე განაცხადეს შურისძიებისთვის მზაობის შესახებ.

ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებულია, რომ შესაძლოა უფრო რთული იყოს იგივე საერთაშორისო და რეგიონალური კოალიციის მობილიზება, რომელიც ისრაელს იცავდა ირანის წინა თავდასხმისგან.

აშშ-ის დაზვერვამ დაიწყო მკაფიო მინიშნებების მიღება, რომ ირანი შურისძიებას აპირებს, თქვა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა. ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანელებს და მათ მარიონეტებს შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეთ ისრაელზე თავდასხმის კოორდინაციისა და მოსამზადებლად.

კიდევ ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ პენტაგონი და აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ანალოგიურად ემზადება, როგორც ემზადებოდა აპრილის თავდასხმის წინ.

ოფიციალური პირის თქმით, მზადება მოიცავს აშშ-ის სამხედრო აქტივებს სპარსეთის ყურეში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და წითელ ზღვაში. "ჩვენ ველოდებით რამდენიმე მძიმე დღეს", - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ისრაელის დაზვერვაც მოელის, რომ ირანი განახორციელებს ფართომასშტაბიან სარაკეტო თავდასხმას.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ომის რისკი ჯერაც რჩება. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ახორციელებს ინტენსიურ ძალისხმევას ამის შესაჩერებლად და დიპლომატიური გზით სიტუაციის დეესკალაციისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S