
სააკაშვილი: ტელევიზიით კამათობენ სად გადამიყვანეს და რა პირობებში, სინამდვილეში ამით სურთ მთავარი უსამართლობის გადაფარვა
05/08/2024 14:29:01 ციტატა
„ტელევიზიით კამათობენ სად გადამიყვანეს და რა პირობებში, სინამდვილეში ამით სურთ მთავარი უსამართლობის გადაფარვა - პარასკევს გამოტანილი ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილების. დიქტატურის ხელისუფლება საერთოდ აღარ აპირებს რაიმე ფორმალური პროცედურების დაცვას და პირდაპირ აცხადებს, რომ მე ვარ ტყვეობაში. თან ეს გააკეთეს აგვისტოში, როცა საერათაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ზოგადად მოდუნებულია, მე ამას აღვიქვამ სისუტისა და აგონიის ნიშნად“,- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე: "ვივამედის" კლინიკური დირექტორი: სააკაშვილისთვის პალატის შეცვლით მისთვის პირობები არ შეცვლილა.