Accentnews.ge
ჩავუშოღლუმ დავოსში საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

ჩავუშოღლუმ დავოსში საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

23/01/2020 12:27:11 პოლიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საპანელო განხილვაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

მან ჩრდილოატლანტიკული ალიანსის გაფართხოების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება ნატო, ხოლო ნატო–ს ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა.

„არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო და არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა, რომ ის წევრი [ნატო–ს] ქვეყანა გამხდარიყო. ჩვენ გვაკრიტიკებენ, რომ მეზობლობაზე უკეთესი ურთიერთობები რუსეთთან გვაქვს, თუმცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იწვევენ საქართველოს, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოახდინონ. საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ჩვენ უნდა გავფართოვდეთ და საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა“,-განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, თურქეთი ყოვეთვის უჭერდა მხარს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გეგმას.

თურქ კოლეგას მადლობა "ტვიტერით" გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა:

„მადლობას გიხდით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების უწყვეტ სწრაფვაში გამამხნევებელი მხარდაჭერისთვის. არსებული გამოწვევების ფონზე, თქვენი მხარდაჭერის მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა. ნატო-ში გაწევრიანების არჩეულ გზაზე მყარად ვდგავართ“, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S