კობახიძემ ვაშაძის განცხადებაში "აღიარებითი ჩვენება" დაინახა

23-01-2020 18:10:17 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ენმ–ის წევრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგომის აღიარება დაინახა. საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებაზე, რომ პროპორციული არჩვენების ჩატარების პირობა ხელისუფლებას სწორედ ენმ–მ დაათმობინა.

კობახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შემდეგომ, უკვე გრიგოლ ვაშაძეს წამოსცდა, რომ პროცესებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა.

„მას შემდეგ, რაც მელიამ და სააკაშვილმა მოგვცეს აღიარებითი ჩვენებები, ახლაც მოგვცა ვაშაძემ აღიარებითი ჩვენება, რომ მთელი ამ პროცესის, მათ შორის ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის უკან, იდგა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იყო მორიგი აღიარებითი ჩვენება. ამან გამოიწვია იმ ადამიანების გაღიზიანება, რომლებსაც არ უნდოდათ, გაეშიფრათ საკუთარი კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. რეალურად სურათი ძალიან ნათელია – საზოგადოებამ იცის, რომ რაც ხდებოდა 20 ივნისი, ამის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“, მას ჰყავდა საკუთრი სატელიტი ორგანიზაციები და ამ სატელიტი ორგანიზაციების მეშვეობით, შემდგომ კი უშუალო ჩართულობით, მათ სცადეს ხელისუფლების გადატრიალება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ვაშაძის განცხადებას საზოგადოება თავად შეაფასებს 2020 წლის 31 ოქტომბერს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

იხილეთ ასევე: "ვაშაძე ის კაცია, რომელიც აქციების დროს სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები