
"ФСБ ხშირად იყენებს შხამს" – ბერლინი შიშობდა, რომ გაფრენამდე მოწამლავდნენ გასაცვლელ პატიმრებს
06/08/2024 08:44:02 მსოფლიო
გერმანიის იუსტიციის მინისტრი მარკო ბუშმანი რუსეთში მოგზაურობისგან თავშეკავების შესახებ კატეგორიული გაფრთხილებით გამოდის დასავლეთის ქვეყნებისა და რუსეთს შორის პატიმართა დიდი გაცვლის შემდეგ. ამის შესახებ მინისტრმა Stern-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც dpa ციტირებს.
მან აღნიშნა, რომ დიდი ხანია, რუსეთში არავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.
”და მე კატეგორიულად გირჩევთ, არ იმოგზაურო ისეთ ქვეყანაში, სადაც არავინ არის უსაფრთხო, თუ ეს უკიდურესად აუცილებელი არ არის”, - თქვა ბუშმანმა.
მან დიდი გაცვის შემდეგ ასევე ვერ უარყო საშიშროება, რომ ვლადიმირ პუტინმა კიდევ უფრო მეტი უცხოელი დააკავოს, რათა „კიდევ მეტი პოლიტიკური პატიმარი შექმნას“.
რაც შეეხება უშუალოდ გაცვლას, მინისტრმა თქვა, რომ ბოლო დრომდე აეჭვებდა, შეასრულებდა თუ არა რუსეთი შეთანხმების თავის ნაწილს.
მაშინაც კი, როცა გათავისუფლებული პატიმრების თვითმფრინავი კიოლნში/ბონში დაეშვა, გერმანული მხარე ამაში დარწმუნებული არ იყო, – დასძინა მან.
მინისტრმა თქვა, რომ რუსეთის ФСБ ხშირად იყენებს შხამს „პირდაპირ ან ირიბად ადამიანების სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის" ზიანის მისაყენებლად.
„ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შიში - რუსეთმა ისინი (პატიმრები - რედ.) ფრენის წინ მოწამლა. მაგრამ იმის მიხედვით, რაც ამ მომენტში ვიცით, მადლობა ღმერთს, ეს ასე არ არის“, - დასძინა ბუშმანმა.
გასული კვირის ბოლოს დასავლეთის ქვეყნებმა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს. პოლიტპატიმრებისა და ჟურნალისტების სანაცვლოდ რუსეთმა მათ შორის, დაიბრუნა საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, რომელიც გერმანიაში იხდიდა სამუდამო პატიმრობას.
იხილეთ ასევე: „ღირსებისა“ და დუმილის პარადოქსი: რატომ არ გახდა თბილისი დიდი გარიგების ნაწილი