
ოდიშარია – პრეზიდენტზე: "ზედაბალი წონის მქონე პოლიტიკოსი ვერ გამოიწვევს ისეთ გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია"
06/08/2024 09:38:49 ციტატა
"იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, მოვუწოდებდი, კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას - დაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან - ოლიმპიადის წესებით, ეს აკრძალულიც არის! ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც: - ზედაბალი წონის მქონე პოლიტიკოსი ვერ გამოიწვევს ისეთ გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია! ასეთი დებატები არ შედგება", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ამავე თემაზე: სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს: "რას ერჩის ამ ქვეყანას ხომ უნდა გვითხრას არჩევნებამდე მაინც".