დიდი ბრიტანეთის დედოფალმა „ბრექსითის“ შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

23-01-2020 20:58:59 პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონპროექტს „ბრექსითის“ შესახებ. შესაბამისად, მომავალი კვირიდან ქვეყანა დაიწყებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს.

დედოფლის მიერ ხელმოწერილმა დოკუმენტმა ბრიტანეთის კანონის სტატუსი მიიღო.

ბრიუსელს კვლავაც სჭირდება რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ შეთანხმების საერთაშორისო სამართალთან ფორმალიზება განახორციელოს.

24 იანვარს ევროკავშირის ლიდერები ხელს მოაწერენ შეთნხმებას დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის შესახებ. 29 იანვარს კი, ევროპარლამენტი ამ შეთანხმების განსახილველად და მის სარატიფიკაციოდ შეიკრიბება.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა 31 იანვრიდან აღარ იქნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები