ომბუდსმენი: "დღეს იუსტიციის მინისტრი არ ერიდება დანაშაულის ჩადენას"

23-01-2020 22:09:34 სამართალი

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეფასებით, ომბუდსმენის მიმართ დანაშაულია მომხდარი.საქმე ეხება „მატროსოვის ციხეში“ ომბუდსმენის ვიზიტს, რომლის შესახებაც ინფორმაცია განსაჯაროვდა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ლომჯარიამ არ დააზუსტა, კონკრეტულად ვის შეხვდა საპატიმროში, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.

ომბუდსმენი მიუთითებს ორგანულ კანონზე.

„როდესაც ჟურნალისტებს ვესაურებოდი, ჯერ კიდევ არ მქონდა ინფორმაცია, რომ პნიტნციურმა სასახურმა ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია ჩემი შეხვედრის დეტალების, პატიმრებთან კომუნიკაციის თაობაზე. ვფიქრობ, სახალხო დამცველის წინააღმდეგ მომხდარია დანაშაული: დარღვეულია ორგანული კანონის პირდაპირი მოთხოვნა, რომელიც კრძალავს სახალხო დამცველის ნებისმიერი სახის თვალთვალს და მიყურადებას პატყიმრებთან შეხვედრის დროს. სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევა და ნებისმიერი სახის ზემოქმედება არის დასჯადი და ვფიქრობ, დღეს ესაა თემა და ეს უნდა იყოს განსახილველი საკითხი“,– განაცხადა ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

რაც შეეხება საკითხს, თუ ვის შეხვდა საპატიმროში ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია კვლავ არ აზუსტებს, ვინაიდან, როგორც განმარტავ, არ აქვს შესაბამისი თანხმობა თავად პატიმრებისგან მიღებული და ისევ მათი ინტერესების გათვალისწინებით, არ გეგმავს დღეს ამაზე საუბარს:

"მე დღეს გადავწყვიტე, ამაზე არ მესაუბრა. ეს არის ჩემი უფლება და ჩემი მანდატის ყველაზე ძლიერი მხარე, რომ როდესაც ჩემს ბენეფიციარებთან მაქვს ურთიერთობა, რასაც საჭიროდ ჩავთვლი, იმაზე ვისაუბრო.მაგრამ ყველაზე სამარცხვინო რამ, რაც მოხდა და ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, რომ დღეს იუსტიციის მინისტრი ახორციელებს სახალხო დამცველზე მიყურადებას, თვალთვალს და არ ერიდება დანაშაულის ჩადენას...არ ვიცი, რატომ დაკარგა იუსტიციის მინისტრმა სახე და რატომ სჩადის დანაშაულებს. არ მაქვს ახსნა, ეს რა მოვლენაა.ჩემი სახალხო დამცველობის დროს მსგავსი რამ არ მომხდარა, რომ სახალხო დამცველის შეხვედრა განესაჯაროებინა პენიტენციურ სამსახურს და დეტალები მიეწოდებინა, რადგან სახალხო დამცველის ურთიერთობა პატიმრებთან ნდობაზე დგას. ეს არის ჩვენი საქმიანობის საფუძველი".

ლომჯარია დარწმუნებულია, რომ ინფორმაცია შეხვედრის შესახებ გავიდა სისტემიდან:

"ვიცი რა, როგორ მუშაობს სისტემა, დარწმუნებული ვარ, მინისტრის გარეშე პენიტენციური სამსახური არ გაავრცელებდა განცხადებას. ვცი, რომ ჩემი შესვლიდან 15 წუთში მოვიდა ჟურნალისტი. არ მინფა, იფოქროთ, რომ ვსაყვედურობ ჟურნალისტებს. ამ შეხვედრის შესახებ არავინ იცოდა, ჩემმა თანამშრომლებმაც კი".

რაც შეეხება პატიმრებთან საუბრის შინაარსს, ომბუდსმენი ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა. კერძოდ, თქვა, რომ მათ გამოთქვეს თავინთ საქმეებთან დაკავშირებით წუხილები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები