Accentnews.ge
მედია: უკრაინელებმა რუსული მი-28 კურსკში FPV დრონით ჩამოაგდეს

მედია: უკრაინელებმა რუსული მი-28 კურსკში FPV დრონით ჩამოაგდეს

07/08/2024 12:57:04 მსოფლიო

6 აგვისტოს უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის ჯარისკაცებმა FPV დრონის გამოყენებით ჩამოაგდეს რუსული მი-28 ტიპის ვერტმფრენი. ამის შესახებ უკრაინული მედა სამართალდამცავი ორგანოებიდან წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენი რუსეთის კურსკის ოლქის თავზე გაანეიტრალეს – დრონი თვითმფრინავი ხომალდის უკანა საჰაერო ხრახნს შეეჯახა.

მანამდე მი-28–ის ჩამოგდების შესახებ ცნობები ტელეგრამ–არხებმა გაავრცელეს.

6 აგვისტოს რუსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა საზღვრის გარღვევის მცდელობის შესახებ რუსეთის კურსკის ოლქის სუჯანისა და კორენევის რაიონებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში რუსეთის პოზიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S