Accentnews.ge
კობახიძე: მთავარია, 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული

კობახიძე: მთავარია, 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული

08/08/2024 08:07:24 პოლიტიკა

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის მე–16 წლისთავზე მისულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარში ყურადღება წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე გაამახვილა.

„ნაცმოძრაობამ" ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი... მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, 'ნაციონალური მოძრაობის' რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა სამართლებრივი გზების გამოყენებას აპირებს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.

„სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა - ეს შეიძლება იყოს პროკურატურისადმი მიმართვა, შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, შეიძლება ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული. ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, - თქვა კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S