Accentnews.ge
ზელენსკი: "უკრაინის არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს და როგორ მიაღწიოს შედეგებს"

ზელენსკი: "უკრაინის არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს და როგორ მიაღწიოს შედეგებს"

08/08/2024 13:36:18 მსოფლიო

"ყველა ხედავს, რომ უკრაინის არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს და იცის, როგორ მიაღწიოს შედეგებს. ამას მოწმობს ბრძოლის ველი, სადაც ჩვენმა ჯარისკაცებმა არა მხოლოდ გაუძლეს ოკუპანტების უზარმაზარ ძალას, არამედ ანადგურებენ მას ისე, როგორც ეს აუცილებელია უკრაინის - ჩვენი სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის დასაცავად", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც Reuters იუწყეება, მან აღნიშნული განცხადება რუსეთის კურსკის რეგიონზე მითითების გარეშე გააკეთა.

ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ნაწილები 6 აგვისტოს შეიჭრნენ კურსკის ოლქის სუჯის რაიონში. რუსული მედია წერს, რომ მათ შეძლეს რუსეთის სიღრმეში 15 კმ-ით შეღწევა და ატომური ელექტროსადგურიდან დაახლოებით 76 კმ-ის დაშორებით პლაცდარმის შექმნა. ღამით ქალაქ კურჩატოვს, სადაც სადგური მდებარეობს, დრონები დაესხნენ თავს.

z-არხების მიხედვით, 7 აგვისტოს ღამეს უკრაინელმა ჯარებმა დაიკავეს 11 დასახლება, მათ შორის ლიუბიმოვკა, ობუხოვკა, ლებედევკა, პოკროვსკოე, ზელენი შლიახი, ტოლსტი ლუგი, ნიჟნი კლინი, ნიკოლაევო -დარინო, დარინო და სვერდლიკოვო.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან კურსკის რეგიონში რეზერვების გაგზავნის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს შეტევის განვითარება. სამშაბათს ნაშუადღევს რუსულმა არმიამ დაკარგა კონტროლი სუჯას გაზის სადგურზე, რომელიც უზრუნველყოფს "გაზპრომის" ევროპაში მიწოდების დაახლოებით ნახევარს და ამავე სახელწოდების ქალაქი ოპერატიულ ალყაში აღმოჩნდა.

იმავდროულად, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა დაახლოებით 17:00 საათზე განაცხადა, რომ ჯარმა მოახერხა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის შეჩერება. მან დაარწმუნა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომ სამხედროები, ეფესბე–ს მესაზღვრეებთან ერთად, აგრძელებენ უკრაინული ჯარების გაყვანას კურსკის რეგიონიდან. თუმცა ამის შემდეგ, კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერების ცნობით, უკრაინელებმა დაიკავეს კიდევ რამდენიმე სოფელი და მიუახლოვდნენ კორენევოს.

რუსეთის ხელისუფლებამ კურსკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S