
პუტინი ადამიანებს, რომლებმაც კურსკში სახლები დატოვეს, 10 000 რუბლს (312 ლარს) ჰპირდება და სიტუაციის "გაგებით მოკიდებისკენ" მოუწოდებს
08/08/2024 15:45:20 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ადამიანები, რომლებმაც კურსკში სახლები დატოვეს, 10 000 რუბლს (312 ლარს) მიიღებენ, – ამს შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
ამასთან, პუტინმა დაზარალებულ მოსახლეობას "სიმამაცისკენ" და "გაგებით მოკიდებისკენ" მოუწოდა - "ხელმძღვანელ პირებს დღეს ძალზე რთული და არაორდინალური ამოცანების გადაწყვეტა უწევთო".
8 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინულ ძალებს რუსეთის კურსკის ოლქში უკვე 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ჰქონდათ დაკავებული და რუსეთის ტერიტორიის სიღრმისკენ წინსვლას განაგრძობდნენ.
ამავე თემაზე: შეტაკებები კურსკში: უკრაინელების სამი, რეალისტურად შეფასებული, მიზანი.