Accentnews.ge
სანიკიძე – "ოცნებაზე": "თურმე არჩევნების შემდეგ უნდა გადახედონ 2008 წლის მოვლენებს, ეს არის ქვეყნის პირდაპირი ღალატი"

სანიკიძე – "ოცნებაზე": "თურმე არჩევნების შემდეგ უნდა გადახედონ 2008 წლის მოვლენებს, ეს არის ქვეყნის პირდაპირი ღალატი"

08/08/2024 17:46:54 ციტატა

"ბოლო ბოდვები, რაც წამოიწყეს, რომ თურმე არჩევნების შემდეგ უნდა გადახედონ 2008 წლის მოვლენებს, ეს არის ქვეყნის პირდაპირი ღალატი, მათ მიაჩნიათ, რომ საქმის აღძვრით და გამოძიებით, გაასამართლებენ არა მარტო სააკაშვილის ხელისუფლებას, არამედ დასავლეთსაც. მათი ლოგიკა აწყობილია იმაზე, რომ სააკაშვილს დასავლეთმა უბიძგა. ეს არის მათი დიდი გეგმა, რომ დისკრედიტაცია მოხდეს “გლობალური პარტიის“. როცა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ გაასამართლებდა სააკაშვილს, სწორედ ამას ნიშნავდა. სად ეყარენ 2008 წელს [აგვისტოს ომის დორს] ესენი არც ერთი არ მახსოვს ესენი, დღეს რომ გამოდიან და დიდი ქართველების მიმდევრები რომ არიან?, ბიძინა, სად იყავი მაშინ, რამდენი ელოდებოდით რუსებს 20-ლიტრიანი შტოფებით? თქვე, მართლა მოღალატეებო. ძალიან ცუდი დასასრული გელოდებათ“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ამავე თემაზე: კობახიძე: მთავარია, 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული.

ომი „მშვიდობიანობაში“: „მე–16 წლისთავს რუსეთისკენ მარშით ვხვდებით!"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S