
შაჰინი და ტერნერი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ: იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერი არ არის დაინტერესებული ურთიერთობების გაგრძელებით"
11/08/2024 07:20:57 პოლიტიკა
ამერიკელი სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გუშინ გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრეს.
როგორც შაჰინმა დღეს თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, "იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ურთიერთობების გაგრძელებით".
- "იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეტოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც იმ განცხადებაზე, რომ თითქოს ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა შეხედავენ და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მათ მომავალში იმისთვის, რომ განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში გვქონდა. აშშ-ს ინვესტიცია აქვს გაკეთებული, მხარდაჭერას უწევდა საქართველოს, მონაწილეობდა სკოლების აღდგენაში. ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს, ეკონომიკის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეებს და მათ სურვილებს ვუჭერდით მხარს. იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით“, - აღნიშნა ჯინ შაჰინმა.
სენატორის თქმით, ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავება სურს ზუსტად ამერიკასაც და იმედი აქვთ რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ნახავენ პასუხს, რომ მათაც იგივე აინტერესებთ.
„30 წელზე მეტია გვაკავშირებს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ყველა მინიშნება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ის არის, რომ ისინი ამ პარტნიორობას მხარს უჭერენ. ისინი მხარს უჭერენ და აფასებენ ურთიერთობას, რომელიც 30 წლის განმავლობაში აიგო. უყურებენ დასავლეთს და აქვთ მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდეს. ეს ურთიერთობები რომ გაგრძელდეს და გაღრმავდეს ეს სურს ზუსტად ამერიკას და იმედი გვაქვს რომ ვნახავთ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან რომ მათაც იგივე აინტერესებთ“, - განაცხადა შაჰინმა.
თავის მხრივ, კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა და აღნიშნა, რომ „პრემიერ-მინისტრის კომენტარი მისთვისაც იმედგაცრუებას იწვევდა":
- "ჩემთვისაც იმედგაცრუებას იწვევდა პრემიერ–მინისტრის კომენტარი. პასუხისმგებლობა არ აუღია ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭებაზე. განცხადება არ გაუკეთებია რაიმე გეგმების შესახებ, რაც გააუმჯობესებდა საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობებს - რაც მინიშნება იქნებოდა. კეთდება განცხადებები ამერიკის შესახებ მაშინ, როცა ორმხრივი ურთიერთობები გართულებულია, არ მიმაჩნია, რომ მისი განცხადება ზუსტად ასახავს ამერიკის პოზიციას ან ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021