
მამუკა მდინარაძე – ნიკა მელიაზე თავდასხმაზე: "თუ მათ წინააღმდეგ ხელს გავიქნევთ, ხელს შევუწყობთ, რომ პოლიტიკურად გაცოცხლდნენ"
12/08/2024 10:49:46 ციტატა
„მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, არა მხოლოდ ჩვენი აქტივისტების წარმომადგენლებს და მომხრეებს, ნებისმიერს, თქვენი ყველა ხელის გაქნევა „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერის თუ წარმომადგენლის წინააღმდეგ, ემსახურება „ნაცების“ საქმეს. შეიძლება, ვიღაც გულწრფელად იყოს გაბრაზებული და ასე მოქმედებდეს, არ ვიცი ამ შემთხვევაში ამასაც გამოკვლევა სჭირდება. რაც არ უნდა ნეგატიური ემოცია გამოძრავებდეთ, რაც არ უნდა გამწარებული იყოთ, თუკი მათ წინააღმდეგ ხელს გაიქნევთ, ეს აუცილებლად მათ გამოადგებათ, როგორც ახლა გამოადგათ. საერთოდ ჩამკვდრები იყვნენ, არაფერი ხდებოდა, დაბოდიალობდნენ წინ და უკან, ყველა მათგანი, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობაც“ ცდილობს 5-პროცენტიან ბარიერს რაღაცნაირად მიუახლოვდეს. მეტი მიზანი მათ არ გააჩნიათ. თუ მათ წინააღმდეგ ხელს გავიქნევთ, ხელს შევუწყობთ, რომ პოლიტიკურად გაცოცხლდნენ. „ნაცებზე“ მეტად ეს ყველაფერი არავის აწყობს. [...] „რაც შეეხება რეაგირებას, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კოალიცია „ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტს.
ნიკა მელიას გუშინ სამტრედიაში თავს დაესხნენ. მელიაზე თავდასხმი. ს ამსახველი ვიდეო "ტვ პირველმა" გაავრცელა.
ამავე თემაზე: მელია – თავდასხმაზე: ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე.