
„იუსტიციის მინისტრს კრიმინალური მენტალიტეტი აქვს"
24/01/2020 11:33:16 ციტატა
„იუსტიციის მინისტრს კრიმინალური მენტალიტეტი აქვს და როგორ შეიძლება, კრიმინალური მენტალისტეტის მინისტრმა ჩაატაროს რეფორმები საპატიმრო დაწესებულებაში და იქ ებრძოლოს კრიმინალს?! ჯერ საკუთარ თავში ებრძოლოს კრიმინალს და შემდეგ სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულებებში“.
ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, იურისტმა კახა კოჟორიძემ გუშინ სახალხო დამცველთან დაკავშირებით განივითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდია.