Accentnews.ge
"ოცნების" რეაქცია –  ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე: "წინასაარჩევნო პროცესში ძალიან უხეში ჩარევა და ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია"

"ოცნების" რეაქცია –  ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე: "წინასაარჩევნო პროცესში ძალიან უხეში ჩარევა და ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია"

13/08/2024 10:19:01 პოლიტიკა

"ქართულ ოცნებაში" ეხმიანებიან ჰელსინკის კომისიის განცხადებას, რომლის თანახმად, "თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა".

„ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ყველაფერს აკეთებს გამჭვირვალობისთვის და იმ უკიდურესად პრინციპული ბრძოლისათვის, რომელიც დაკავშირებულია „ქოლცენტრებთან“. ალბათ, კარგად გახსოვთ ჩვენი აქტიური მოქმედებები, გერმანიის პროკურატურასთან ერთად გამოვლენილი დანაშაულები და დამნაშავეები; კეზერაშვილზე [დავით კეზერაშვილს] მომზადებული „ბიბისის“ ფილმი. „ბიბისი“ არ გახლავთ „ტვ პირველი“, „მთავარი“ ან „ფორმულა“. ეს არის უდიდესი სანდოობის მქონე მედია პლატფორმა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა და ხაზგასასმელია, გერმანელ პროკურორებთან ერთად პარალელურად აწარმოეს ეს გამოძიება და პირდაპირ ხელი დაადეს და მისტერ “ოფშორი” უწოდეს. [...] არ ვიცი ჰელსინკის ჯგუფს რა ამოცანები და მიზნები აქვს, როდესაც ასეთ მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს. თავს ვიკავებ, რომ უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო მათი ეს საქციელი. ყველაზე რბილი იქნებოდა გაუაზრებლობა და ინფორმაციის არ ქონა, მაგრამ ეჭვი მაქვს, ერთიც აქვს და მეორეც და უბრალოდ, სულ სხვა მიზანი აქვთ. მიზანი ერთია და ნათელი, საქართველო რამენაირად იყოს დადანაშაულებული, მშვიდობისმყოფელი ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს ხელის ბიჭების და გოგოების ხროვა, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს გარედან ბრძანებულს”,- განაცხადა, "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.

მმართველი პარტიის კიდევ ერთი წევრი დეპუტატი გივი მიქანაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებას "წინასაარჩევნო პროცესში უხეში ჩარევად" აფასებს.

,ჰელსინკის კომისიის დასკვნას, ერთი სიტყვით, რომ შევაფასოთ ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ძალიან უხეში ჩარევა. ის დასკვნა, თუ ის განცხადება, რაც გააკეთეს მათ, რომლის არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, ეს ვერ იქნება მიღებული, იმიტომ რომ განცხადება კეთდება, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად. ჩვენ ველოდებით, მათგან, რომ ეს კონკრეტული მტკიცებულებები იყოს წარდგენილი, თუმცა რა თქმა უნდა, რაც ბუნებაში არ არსებობს ეს ვერ იქნება წარდგენილი“. - განაცხადა მიქანაძემ.

რა თქვა ჰელსინკის კომისიამ

თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში წერს.

„თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა უნდა შეაჩეროს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ“, - წერს ჰელსინკის კომისია X-ზე.

ცნობისთვის: ჰელსინკის კომისიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ე.წ. ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ მოქმედებისკენ გასულ თვეში, ენტონი ბლინკენისთვის გაგზავნილ წერილშიც მოუწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S