Accentnews.ge
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ცხინვალის კიდევ ერთი მკვიდრი დაიღუპა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ცხინვალის კიდევ ერთი მკვიდრი დაიღუპა

14/08/2024 07:52:23 კონფლიქტები

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის კიდევ ერთი მკვიდრი რომიკ პლიევი დაიღუპა.

როგორც იუწყებიან, ის მე-4 რუსული სამხედრო ბაზაზე მსახურობდა.

მას ცხინვალში 15 აგვისტოს დაკრძალავენ.

44 წლის კაცის სიკვდილის გარემოებები არ გავრცელებულა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ "სარმატისა" და "პიატნაშკას" ბატალიონებიდან ოსი და აფხაზი მებრძოლები კურსკის რაიონში გადაიყვანეს, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ.

ჟურნალისტი არზუ მამედოვა სოციალურ ქსელში ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაში პანიკის არსებობის შესახებ წერს.

„ყოველ დილას ვიწყებ იმით, რომ ხალხი რეკავს და ამბობს, რომ პირად შემადგენლობაში დაღუპულები არიან და მათ შორის ერთი ბატალიონის მეთაურია. <...> სპეცოპერაციის 2,5 წლის განმავლობაში პირველად ვნახე ასეთი პანიკა ჩვენს მოსახლეობაში“, - აღნიშნა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S