Accentnews.ge
საყურადღებოა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორების კუთხით ნეგატიური ტენდენციების ზრდა -  გიორგი გახარიას კიდევ ერთი კონგრესმენი მიმართავს

საყურადღებოა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორების კუთხით ნეგატიური ტენდენციების ზრდა - გიორგი გახარიას კიდევ ერთი კონგრესმენი მიმართავს

24/01/2020 19:10:13 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთი წევრი, ბრაიან ბაბინი უგზავნის.

წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიის მზარდ და განგრძობად უკუსვლასთან და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, ბაბინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

"როგორც კონგრესის წევრს, მსურს შევუერთდე მზარდ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიის მზარდ და განგრძობად უკუსვლასთან და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით.

ამიტომ, მე ვუერთდები ჩემს კოლეგებს კონგრესიდან, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კომიტეტს, თანათავმჯდომარეებს ადამ კინზინგერს და ჯერი კოლონის იმ წერილის შინაარსში, რომლებიც მათ 2019 წლის 13 დეკემბერს გამოგიგზავნეს და რომელშიც გამოხატული იყო შეშფოთება შეპირებული დემოკრატიული რეფორმების შეჩერების, ასევე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამო.

მეტიც, მე ასევე ვუერთდები ჩემს კოლეგას, კონგრესმენ მარკ უეინ მალინს და მის მესიჯს, რომელიც 2020 წლის 13 იანვრის წერილით გადმოგცათ.

როგორც იცით, საქართველოს დამოუკიდებლობიდან, 1991 წლიდან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს. გასულ წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო "საქართველოს მხარდამჭერი აქტი", რომელსაც ახლა სენატი განიხილავს. ყველაზე თვალსაჩინო პრინციპი, რომელიც მასში განსაკუთრებით ხაზგასმულია, შემდეგია:

"აშშ-ის პოლიტიკაა:

მხარი დაუჭიროს დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას საქართველოში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაწეულ ძალისხმევას".

სწორედ ამ ჩანაწერის სულისკვეთების გამო გწერთ, ვინაიდან საყურადღებოა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორების კუთხით ნეგატიური ტენდენციების ზრდა. სწორედ ეს გახდა კონგრესის წევრების შეშფოთების საფუძველი", - წერს ბაბინი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S