Accentnews.ge
ლევან ბერძენიშვილი: „საქართველოს ხელისუფლება უკვე გარდაიცვალა“

ლევან ბერძენიშვილი: „საქართველოს ხელისუფლება უკვე გარდაიცვალა“

26/01/2020 20:25:14 პოლიტიკა

„რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობას ედუარდ შევარძნაძის მმართველობის უკანასკნელ წლებს ადარებს.

„თაროებიდან რაღაც ძველ საქმეებს იღებენ, ცდილობენ ოპოზიციის ლიდერები მარადიულ შიშში ამყოფონ, „დაგიჭერთ“, – ზგიერთი უკვე დააპატიმრეს, ზოგიერთს დააპატიმრებენ...ქმნიან ველს, რომ „არჩევები კი იქნება, მაგრამ ასარჩევი გეყოლებით მარტო მე“. არავის ისე არ ჰგავს ეს ხელისუფლება, როგორც შევარდნაძის ბოლო წლებს და ასლან აბაშიძის ვითარებას: მათ უცხოეთთან რამე ტიპის დიალოგის შანსი დაკარგეს. ამბობენ, „კი გამოაგზავნა კონგრესმა, მაგრამ ჩვენ გავუგზავნით და ისინი გაერკვევიან“. ბიძინა დაწერს წერილს, დაწერს ფილოსოფიურ წიგნს, ბერას კუპლეტებს ჩაურთავს...დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში წაიკითხავენ და იტყვიან, „ხალხო, ეს როგორ შეგვეშალა“, კონგრესმენებს დაიბარებენ (ამათ ჰგონიათ, იქაც ასე ხდება კონგრესმენების დაბარება), მერე სენატორებსაც დაიბარებენ...ვერ ხედავენ და რომ ვერ ხედავენ, აქედან მე ვაკეთებ დასკვნას – საქართველოს ხელისუფლება უკვე გარდაიცვალა, ის უკვე არ არსებობს. რეალურად ახლა ისინი მკვდარს ელაპარაკებიან, მისი რეანიმირება შეუძლებელია. ამ ხელისუფლებას კრიტიკა არ ესმის. ანუ წამალს აძლევენ და არ სვამს, არ რეაგირებს“,– განაცხადა ბერძენიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

ბერძენიშვილი ელის, რომ კრიტიკული განცხადებები კიდევ უფრო გამწვავდება და გაჟღერდება უფრო მაღალი ტრიბუნებიდან:

კონგრესი არ ეყოთ, წამოვიდა სენატი. როგორც მე ვატყობ, არც სენატი გაჭრის. ამის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადება იქნება, შემდეგ სახელმწიფო მდივნის. ამათ თუ მაინც და მაინც ის უნდათ, რომ ტრამპმა კედლებზე ფიქრი მიატოვოს და ბიძინაზე დაფიქრდეს, მაგასაც მიაღწევენ. იმას, რომ ამერიკას სინამდვილეში ვუყვარვართ და მხოლოდ ოთხი კონგრესმენი უშლის ხელს, ამერიკა არ დაამტკიცებინებს: სადაც ისინი ძალიან კოლეგიალურები არიან, ისაა, რომ როდესაც მათ კონგრესმენებს აიგდებენ რომელიღაც პატარა ქვეყანაში, ისინი ძალიან ღიზიანდებიან“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S