„ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს ტოვებს
27/01/2020 08:12:23 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს ტოვებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განმარტებით, მათი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში 24 იანვარს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
პარტიაში აცხადებენ, რომ პარასკევს მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ყველა მასალა ითარგმნება და ვიდეო კადრებთან ერთად ევროსაბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესს მიმდინარე კვირაში მიეწოდება.
ირაკლი ნადირაძისა და სევდია უგრეხელიძის შეფასებით, ლევან ხაბეიშვილზე პარასკევს ორგანიზებული თავდასხმა მოხდა, ძალადობის წახალისება კი „ქართული ოცნებისა“ და პირადად ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის კახა კალაძის მიერ მოხდა.
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე 24 იანვრს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ლევან ხაბეიშვილი დაშავდა. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


