Accentnews.ge
თბილისის საკრებულოსთან ნაგვის ურნები მიიტანეს

თბილისის საკრებულოსთან ნაგვის ურნები მიიტანეს

27/01/2020 08:39:44 პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს. მოძრაობა „შეცვალეს“ აქტვისტები „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა საკრებულოს შენობაში მხოლოდ სამი აქტვისტი შეუშვეს, არ შეუშვეს დანარჩენები, მათ შორის დეპუტატები.

აქტივისტების თქმით, მათზე საშვები დაშვებულია, თუმცა შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ხოლო ის აქტივისტები, რომლებიც შენობაშუი შეუშვეს, ამბობენ, რომ მათ დეპუტატებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცათ.

მერიის უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, აქტივისტების მიზანია, დესტაბილიზაციის მოწყობა საკრებულოში მიმდინარე ღონისძიებაზე, რომელსაც დიპლომატებიც ესწრებიან.

საკრებულოში არ შეუშვეს დეპუტატი სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, ის გეგმავს დღეს დიპლომატებთან სეხვედრას და მათ შორის ამცნობს, რომ „საქართველოში კანონი გაუქმებულია“.

„შეცვალეს“ აქტივისტებმა საკრებულოსთან ნაგვის ურნები მიიტანეს.

„ქართული ოცნების“ უამრავი დანაშაულის შედეგი იქნება ის, რომ ისინი აღმოჩნდებიან პოლიტიკურ სანაგვეზე“,– განმარტეს მათ.

ცნობისთვის: პროტესტის საფუძველი 24 იანვარს საკრებულოში განვიტარებული მოვლენები გახდა. ენმ–ის წევრ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული. უკვე გამოიკითხა ხაბეიშვილი და დღეს გახდა ცნობილი, რომ ასევე გამოიკითხნენ "ქართული ოცნების" დეპუტატებიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S