Accentnews.ge
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

20/08/2024 18:31:47 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის არხის ჩახშობის" შესახებ განაცხადა, – იუწყება "ეხო კავკაზა".

დე ფაქტო უწყების ცნობით, გალის რაიონის სოფელ (ბღურაში) მეორე ოტობაიაში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე "აფხაზეთში ბინადრობის ნებართვით, რომლებიც საზღვრის კვეთაში სხვებს დახმარებას უწევდნენ".

"დაკავებულთა მფლობელობაში არსებულ სახლებში აღმოჩენილია F1 ხელყუმბარა, ხელყუმბარა, ргд 5, ტროტილი 1600 გ პლასტიდი - 45 გ, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, ასევე დოლარის კუპიურების დასტა", - ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S