Accentnews.ge
ვოლსკი – ხაბეიშვილის ცემაზე: "შესაძლოა, კიდევ მოხდეს პროვოცირება, კიდევ იყოს ასეთი ზღვარგადასული კითხვების გამოყენება"

ვოლსკი – ხაბეიშვილის ცემაზე: "შესაძლოა, კიდევ მოხდეს პროვოცირება, კიდევ იყოს ასეთი ზღვარგადასული კითხვების გამოყენება"

27/01/2020 08:54:44 პოლიტიკა

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მომავალშიც შეიძლება, იყოს „ზღვარგადასული კითხვები" ოპონენტებისგან, მაგრამ მსგავსი ინციდენტები დემოკრატიული ქვეყნებისთვის მიუღებელია. ამის შესახებ ვოლსკიმ თბილისის საკრებულოში ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვერ გავამართლებ მუშტი-კრივს, რომელი მიმართულებითაც არ უნდა ხდებოდეს. ალბათ, იგივე უნდა გაგვეკეთებინა მაშინ, როცა ამ შენობაში სასტიკად, ფიზიკურად გაუსწორდნენ დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კარგად ორგანიზებული შემოტევით. მაშინ რომ მოეხდინა რეაგირება საზოგადოებას, პოლიტიკურ ჯგუფებს, შესაბამისი შეფასება მიეცათ ამისთვის სამართალდამცავ ორგანოებს, დღეს ეს არ მოხდებოდა. ფიზიკური ანგარიშსწორება არ უნდა იყოს დაშვებული. რასაკვირველია, ხაბეიშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა ამაში. ყოველგვარ ზღვარს გადასცდა უზრდელობაც, არაკორექტულობაც, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს არანაირ მუშტი-კრივს და ფიზიკურ დაპირისპირებას. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მომავალშიც შესაძლოა, კიდევ მოხდეს პროვოცირება, კიდევ იყოს ასეთი უხეში, ზღვარგადასული კითხვების გამოყენება და არავითარ შემთხვევაში იმ გზას არ უნდა დავადგეთ, რასაც ჰქვია ყოვლად მიუღებელი გზა განვითარებული დემოკრატიებისთვის,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის: 24 იანვარს საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული. უკვე გამოიკითხა ხაბეიშვილი და დღეს გახდა ცნობილი, რომ ასევე გამოიკითხნენ "ქართული ოცნების" დეპუტატებიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S