Accentnews.ge
ცინცაძე – ხაბეიშვილის ცემაზე:  „არ დავიმსახურებ თავში ხელის წამორტყმას“

ცინცაძე – ხაბეიშვილის ცემაზე:  „არ დავიმსახურებ თავში ხელის წამორტყმას“

27/01/2020 09:14:37 პოლიტიკა

საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაზე ამბობს, რომ 24 იანვარს თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხა ძველი ბილისის სამმართველოში და უპასუხა ყველა კითხვას.

მისივე ცნობით, ასევე გამოიკითხნენ მისი კოლეგებიც.

ციცაძე მოუწოდებს ჟურნალისტებს, დაინტერესდნენ იმ გარემოებით, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი და განმარტავს, რომ მიზეზი „უზრდელობა იყო“.

რაც მოხდა ის ცუდია და ის ყველამ ნახვა, მაგრამ რატომ მოხდა, იმაზე გაამახვილეთ ყურადღება. ეს გამოიწვია მისმა უზრდელურმა საქციელმა, რომლითაც მან თითოეულ ჩვენგანს მიაყენა შეურაცხყოფა. გამოვდა, პირდაპირ ეთერში გაგვლანძღა, გვიწოდა არაკაცები, ფარჩაკები. ეს იყო პირადი შეურაცხყოფა. ამის უფლება არავის აქვს...

არ იყო კარგი საყურებელი, მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაიმსახუროს. მე არ დავიმსახურებ თავში ხელის წამორტყმას“,– ამბობს ცინცაძე.

ცნობისთვის: 24 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით არის აძღრული. გამოიკითხა ხაბეიშვილი. მისი თქმით, ეს იყო „გომელაურთან და კალაძესთან დაგეგმილი ძალადობა“, ხოლო საფუძველი პოლიტიკური განცხადებები გახდა.

იხილეთ ასევე: ხაბეიშვილის პასუხი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S