Accentnews.ge
აშშ-ში საქართველოს ელჩისთვის კონგრესმენების ტონი მიუღებელია

აშშ-ში საქართველოს ელჩისთვის კონგრესმენების ტონი მიუღებელია

27/01/2020 11:15:02 პოლიტიკა

საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე ამბობს, რომ მიუღებელია კომგრესმენების ტონი, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავენ.

"ჩემი აზრით, უნდა გავყოთ ორად: ერთი მხრივ, საუბარია საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის წერილზე და მეორე მხრივ - 4 სხვადასხვა კონგრესმენის წერილზე, რომელიც შეეხებოდა ერთ კონკრეტულ სამართლებრივ დავას. კონკრეტულად, კომპანია ფრონტერას და იმ სამართლებრივ დავას, რომელიც საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციას წლებია, გააჩნია ფრონტერასთან.

ის ტონი, რომლითაც ფრონტერას მხარდამჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორის პრემიერ-მინისტრს, მიმართავენ არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს გამოცდილება კონკრეტულად ამ კომპანიის მხარდამჭერ კონგრესმენებთან ურთიერთობის", - თქვა ელჩმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კრიტიკული წერილი საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 7-მა კონგრესმენმა, ასევე სენატორმა როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S