ცხინვალში რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს
23/08/2024 07:26:57 კონფლიქტები
ცხინვალში, "შანხაის" რაიონში მამაკაცის გვამი იპოვეს.
გამოცემა "საპას" ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის 43 წლის მოსამსახურეა, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ.
გვამი აღმოაჩინა ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გვამს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, თუმცა სიკვდილის ზუსტი მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა გრძელდება.