თალაკვაძე – კონგრესმენების წერილზე: "რამდენიმე საერთაშორისო და მაღალი დონის ვიზიტი შედგება"
27/01/2020 12:55:41 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გეგმავს, პასუხები მოამზადოს და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდეთ აშშ-ის კონგრესთან. ამის შესახებ მან კონგრესმენების კიტიკულ წერილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თებერვალში აშშ–ში მაღალი დონის ვიზიტები შედგება.
„ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს ვიზიტები და შეხვედრები. რამდენიმე საერთაშორისო და მაღალი დონის ვიზიტი შედგება უკვე თებერვლიდან და ჩვენ მათთან გვექნება ინტენსიური კომუნიკაცია. ჩვენს მეგობრებს აშშ-ის კონგრესში ამ ყველაფერს, მათ შორის პოლიტიკურ კონტექსტზეც სრულ არგუმენტაციას მივაწვდით. მესმის, რომ არის ხალხი, ვისაც კრიტიკული განცხადებები საქართველოს მისამართით უხარია, ასევე ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში არიან პასუხისმგებლიანი ადამიანები, ვინც ამ ყველაფერზე პასუხებს მოამზადებენ და ვისაც კოლეგებთან ნორმალური დიალოგი ექნებათ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


