Accentnews.ge
"ლელო": „ძლიერი საქართველო“ და ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

"ლელო": „ძლიერი საქართველო“ და ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

23/08/2024 11:50:01 საზოგადოება

„ლელოს“ ცნობით, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

როგორც კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე განაცხადა, ძლიერ გუნდს სჭირდება ძლიერი გეგმა, ძლიერ გეგმას კი კომპეტენტური ხალხი.

მისივე თქმით, “ჯეოქეისთან” თანამშრომლობა სამომავლოდ უფრო მჭიდრო გახდება.

„ძლიერ გუნდს სჭირდება კონკრეტული გეგმა, კონკრეტული მიზანი, მიზანზე ყველა შეთანხმებული ვართ, ჩვენ გვჭირდება ევროპული, თანამედროვე, ეკონომიკურად სწრაფად მზარდი და არა მარტო ქვეყანა, ევროპაში სწრაფი ინტეგრაცია და ყველაზე მთავარი, ამ მიზანს სჭირდება კომპეტენტური ხალხი. ამიტომ ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ იმ ადამიანების თანხვედრა მოვახდინოთ ამ გეგმის გარშემო, რომლებიც არიან თავისუფლები, არიან პროფესიონალები და მთელი თავიანთი ცხოვრება მიძღვნილი აქვთ თავისი საქმის კეთილსინდისიერად კეთებაზე. „ჯეოქეისთან“ და ვიქტორ ყიფიანთან დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო გახდება,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც "ლელო"–ში აცხადებენ, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევრები რეგულარულად ახდენენ ქვეყნის პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემატიზაციას და შეფასებას. აღსანიშნია, რომ “ჯეოქესი” ასევე აქტიურად ურთიერთობს საზღვარგარეთ არსებულ ავტორიტეტულ კვლევით და ანალიტიკურ ცენტრებთან.

"ძლიერი საქართველოს" რიგებში თავდაპირველად, პარტია "ლელო საქართველოსთვის", ანა დოლიძის "პარტია ხალხისთვის" და პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" გაერთიანდნენ. მოგვიანებით, მათ რიგებს პარტია "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" შეუერთდა.

22 აგვისტოს კოალიცია “ძლიერ საქართველოს” ახალი წევრები დაემატა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S