Accentnews.ge
„სანამ საქართველო არ მოიხდის ბოდიშს, აგრესიული ჯგუფები არ შეწყვეტენ მანიფესტაციებს, ვიზიტზე საუბარი არ შეიძლება“

„სანამ საქართველო არ მოიხდის ბოდიშს, აგრესიული ჯგუფები არ შეწყვეტენ მანიფესტაციებს, ვიზიტზე საუბარი არ შეიძლება“

27/01/2020 14:04:45 პოლიტიკა

რუსი დეპუტატები გეგმავენ, კითხვები დაუსვან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს ევროსაბჭოს ზამთრის სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე.

„ჩვენ დავსვამთ კითხვებს, მათ შორის საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვისაუბრეთ დავით ზალკალიანის გამოსვლისას შერეული კომიტეტის სხდომაზე და იმედს გამოვთქვამთ, რომ კონსტრუქციული განწყობა შენარჩუნებული იქნება. თუმცა, უნდა ითქვას, სანამ საქართველო არ მოიხდის ბოდიშს დეპუტატ გავრილოვზე თავდასხმის გამო, სანამ არ დაწყნარდებიან ის აგრესიული დაჯგუფებები და არ შეწყვეტენ მანიფესტაციებს რუსეთთან დაკავშირებით, მანამ ვიზიტზე საუბარი არ შეიძლება. ასევე ჩვენ ველით ბოდიშს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, რომელმაც რუსეთს ოკუპანტი უწოდა“,– განაცხადა „ფორმულასთან“ საუბრისას ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის წევრმა პეტრე ტოლსტოიმ.

ზალკალიანის გამოსვლა თბილისის დროით 19:00 საათზე იგეგმება.

დღეს ევროსაბჭოში საქართველოს, უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების დეპუტატებმა რუსი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დააყენეს. საკითხმა საჭირო მხარდაჭერა ჰპოვა და ის საპრეცედურო და მონიტორინგის კომიტეტებში განიხილება. კომიტეტებზე მიიღება გადაწყვეტილება, დადგება თუ არა საკითხი პლენარულ სხომაზე.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური მესიჯის გაჟღერება, რომელიც რუსეთის ფედერაციასთანაა დაკავშირებული და იმ მოქმედებებთან, რომელსაც ეს ქვეყანა ახორციელებს: საუბარია საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაზე, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. გვინდა, კიდევ ერთხელ ავიმაღლოთ ხმა და ამას ემსახურებოდა დღევანდელ სხდომაზე გადადგმული ნაბიჯი“,– განმარტა ირაკლი კობახიძემ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ზამთრის სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება:

„ეს იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის და დეოკუპაციისთვის ბრძოლა. მათ შორის ამის ნაწილი იყო რუსეთის დელეგაციის დაბრუნების გაპროტესტება. მეორე საკითხი უკავშირდება ქვეყნის შიდა დემოკრატიის პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. საქართველოზე მომხსენებლებს ბოლო პერიოდში ჰქონდათ კრიტიკული განცხადებები. ჩვენ ვიმუშავებთ ევროპელ პარტნიორებთან, რომ ევროსაბჭომ გააგრძელოს საქართველოს განვითარების მონიტორინგი“.

სტრასბურგში იმყოფება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც და ის გეგმავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბარს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S