Accentnews.ge
74 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის გოგოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

74 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის გოგოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

23/08/2024 15:06:27 სამართალი

გორის რაიონულმა სასამართლომ 74 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის გოგოს აღკვეთის სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, – იუწყება "მთავარი არხი".

დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში ორი დღის წინ მოხდა.

შსს–ს ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ზ.ლ.- ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ შსს–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S