ლევან იზორიამ დაზვერვის სამსახური დატოვა
27/01/2020 17:44:22 პოლიტიკა
ლევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს. ამის შესახებ "პოსტ ტვ"–ზე ლევან იზორიას სტუმრობისას გახდა ცნობილი.
როგორც იზორიამ განაცხადა, ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა მისი, "მოღვაწეობის გაგრძელება" გერმანიაში ელჩის რანგში და ის დასთანხმდა.
"დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები. გვქონდა გაცხადებული, რომ 27 იანვარს დავწერდი განცხადებას, რომ გარკვეული დრო მქონოდა ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად",– ამბობს იზორია და ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება მისი ძმის საკითხს არ უკავშირდება.
მისი თქმით, თებერვალში იგეგმება მისი გერმანიაში გადანაცვლება.ხოლო განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ 23 იანვარს დაწერა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე იზორია 2019 წლის 12 სექტემბერს დაინიშნა.


