ცხინვალი: "ჩვენ რუსული სამყაროს განუყოფელი ნაწილი ვართ... რაც ადრე გააცნობიერებს ამას თბილისი, მით უკეთესი მისთვის"

26-08-2024 11:38:28 კონფლიქტები

ცხინვალი კიდევ ერთხელ აბათილებს "ქართული ოცნების" მორიგ ცრუ წინასაარჩევნო დაპირებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ვითომდა "ნებისმიერ წუთს მოსალოდნელი" აღდგენის თაობაზე, რისთვისაც მმართველი პარტიისა და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი მმართველობის 12 წლისთავზე მოსახლეობისგან საკონსტიტუციო უმრავლესობას ითხოვს.

როგორც ცხინვალის ოკპირებული რეგიონის დე-ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა განაცხადა, "ქართველი პოლიტიკოსებიცა და ხალხიც, ადრე თუ გვიან, გაათვითცნობიერებენ რევანშისტული გეგმების უპერსპექტივობას, რა გზითაც არ უნდა იგეგმებოდეს ეს - ცხინვალის რეგიონის მიმართ ახალი აგრესიით, თუ "რბილი ძალის" გამოყენებით, როგორც ბოლო პერიოდში ხდება".

"რაც ადრე მიიღებს საქართველო ახალ რეალობას, მით უკეთესი იქნება თავად მისთვის. სამხრეთ ოსეთში ყურადღებით ვადევნებთ თვალს სადღეისოდ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ბუნებრივია, ვამჩნევთ აშკარა სიგნალებს დასავლეთის მიერ ახალი "ფერადი რევოლუციის" მოწყობის თაობაზე ხელისუფლებაში მისი მარიონეტების მოსაყვანად. თუმცა საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური ბრძოლა და პოლიტიკურ ძალთა ბალანსი - ეს მისი შიდა საქმეა. სამხრეთ ოსეთი კი, როგორც რუსული სამყაროს განუყოფელი ნაწილი, რუსეთის ფედერაციასთან ერთიან საინტეგრაციო სივრცეშია - ურთიერთობათა ეს დონე უკვე ფაქტობრივად, მიღწეულია" - განაცხადა გაგლოევმა და იქვე დასძინა, რომ "რუსეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ 2015 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ყალიბდება თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სისტემაც".

მისივე თქმით, ცხინვალი "ეძებს შეხების წერტილებს მათთან, ვინც, სამხრეთ ოსეთის მსგავსად, მზადაა, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები ი გავლებისგან, ვინც თავს მსოფლიო ჰეგემონებად მიიჩნევს და ასეთები "ბრიქსის" ქვეყნებია". საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მიმართულებად მან ბელარუსთან თანამშრომლობა დაასახელა.

"სადღეისოდ ვმუაობთ კონტაქტების განვითარებაზე საერთაშორისო ხაზებით, მეცნიერებისა და სპორტის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, დროთა განმავლობაში ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე ავალთ" - დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები