Accentnews.ge
კულება: არსებობს ორი გადაწყვეტილება, რომლის მიღებითაც ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ, რომ დაგვეხმარონ რუსული ტერორის დასრულებაში

კულება: არსებობს ორი გადაწყვეტილება, რომლის მიღებითაც ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ, რომ დაგვეხმარონ რუსული ტერორის დასრულებაში

26/08/2024 11:28:07 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიშის მიტანის ფაქტს ეხმიანება.და აცხადებს, რომ "მოკავშირეებს შეუძლიათ მიიღონ ორი გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს რუსული ტერორის დასრულებას".

„დღეს დილით, რუსეთმა მასიური სარა,კეტო და დრონებით დარტყმა განახორციელა უკრაინის 15 ოლქზე, რომლის უპირველესი სამიზნე კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული სისტემა იყო. არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, ასევე დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები. არსებობს ორი კონკრეტული გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ, რათა დაგვეხმარონ რუსული ტერორის უფრო ადრე დასრულებაში:

  • პირველი, დაადასტურონ რუსეთის ტერიტორიაზე ყველა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეზე უკრაინის მიერ შორ მანძილზე დარტყმების განხორციელება.
  • მეორე, განაცხადონ თანხმობა პარტნიორების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მათი საჰაერო სივრცის მახლობლად რაკეტებისა და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად გამოყენებაზე“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, ესკალაციას არც ერთი ეს გადაწყვეტილება არ გამოიწვევს.

"პირიქით, ისინი შეაკავებენ რუსეთს, ხელს შეუწყობენ ტერორისა და რუსული თავდასხმების რაოდენობის, აქედან გამომდინარე კი მსხვერპლის შემცირებას", –განაცხადა მან.

„იმოქმედეთ ახლა და არა მოგვიანებით. დაგვეხმარეთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში“, -მიმართა მან დასავლეთს.

ცნობისთვის: დღეს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი და დაშავებულია 20-მდე პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S