Accentnews.ge
კალაძე: „ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის ან სპეცსამსახურის განცხადება, ოპოზიციონერები გამოდიოდნენ და პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ"

კალაძე: „ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის ან სპეცსამსახურის განცხადება, ოპოზიციონერები გამოდიოდნენ და პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ"

26/08/2024 11:35:40 ციტატა

„ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის ან სპეცსამსახურის განცხადება, ოპოზიციონერები გამოდიოდნენ და პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ. ის დაფინანსებები, რაც ვითომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების ტრენინგისთვის მოდიოდა, საზოგადოებამ იხილა თუ რა პროექტები ფინანსდებოდა ამით. პირდაპირ ასწავლიდნენ და ატრენინგებდნენ როგორ უნდა მომხდარიყო ქვეყანაში რევოლუცია. ამას რად უნდა სხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის განცხადება?! პირდაპირ გამოდიოდნენ და ტელევიზიით საუბრობდნენ ამაზე. მე ხომ არ ვიგონებ?! არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ, ხელისუფლება უნდა გადადგესო ამბობდნენ და რევოლუციას აწყობდნენ", – ასე უპასუხა თბილისის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადების შესახებ.

ამავე თემაზე: მოსკოვი "ქართული ოცნების" პოზიციების გასამყარებლად მორიგ ანტიდასავურ დეზინფორმაციას ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S