
გერმანია: უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია
26/08/2024 19:14:38 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიშის მიტანის ფაქტს ეხმიანება.
"პუტინის რუსეთი ცდილობს, მასიური თავდასხმებით გაანადგუროს ენერგოინფრასტრუქტურა. მორიგ იერიშს კვლავ მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები. უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია", – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: დღეს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი და დაშავებულია 20-მდე პირი.