Accentnews.ge
სააკაშვილი – 26 მაისის მოვლენებზე: "ამ გადასახედიდან იგივეს აღარ გავაკეთებდი“

სააკაშვილი – 26 მაისის მოვლენებზე: "ამ გადასახედიდან იგივეს აღარ გავაკეთებდი“

28/01/2020 06:56:38 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდების ჯგუფთან „სკაიპით“ ჩართვისას 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„26 მაისს [2011 წელს] დაიღუპა პოლიციელი [მასურაშვილი]. რაციაში თქვეს, რომ პოლიციელი მოკლეს, ჩვენიანი მოკლეს და უკვე პოლიციაზე კონტროლი აღარ იყო. ვიდეოა გადაღებული, როგორ გადაუარა მას [პოლიციელს] მანქანამ. მირეკავს თემურ ჯანაშია და მეუბნება, რომ "პოლიციას ვერ ვაკონტროლებ და ყველა გასასვლელი ჩაკეტილიაო". ვუთხარი, რომ დაუყოვნებლივ გაეხსნა გასასვლელი და ვისი გაყვანაც შევძელით, გავიყვანეთ. პოლიცია უნდა იყოს ბევრად უფრო ფრთხილი, სახელმწიფო უნდა იყოს ბევრად უფრო მშვიდი. დღეს არ არსებობს ერთი სიმართლე – თქვენი სიმართლე, თქვენი სიმართლეა, მაგრამ ჩვენი სიმართლეცაა, რომ ქვეყანას ექმნებოდა საფრთხე და პუტინის დავალებით სურდათ სახელმწიფოებრივი დღესასწაულის ჩაშლა, თუმცა ახლა, ამ გადასახედიდან, იგივეს აღარ გავაკეთებდი“ ,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის: 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დაშლის საქმეზე იმჟამინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 6 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად ეს ვადა შემცირდა და 4 წლით და 6 თვით განისაზღვრა.

ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე ბრალი 2013 წლის 28 მაისს წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2011 წლის 26 მაისს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S